პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ტრამპი ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას შეეცდება. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპი ზელენსკის სამხედრო დახმარების შეწყვეტით დააშანტაჟებს და იძულებულს გახდის, მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყოს.
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპმა ასევე შესაძლოა ნატოს მიმართ შეერთებული შტატების ვალდებულებები შეამციროს და თუ მისი ინიციატივა განხორციელდება, ალიანსი დაშლის საფრთხის წინაშე დადგება.