დღეს დილით იტალიურ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში კლუბ „მილანს“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი დატოვებენ.
ბოლო პერიოდში კახა კალაძის გუნდის საქმეები ცუდად მიდის და „მილანი“ იტალიის პირველობის სატურნირო ცხრილის მხოლოდ მეთერთმეტე პოზიციაზე იმყოფება.
გუშინ ხმა გუნდის სპორტულმა დირექტორმა, „მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილმა ბარბარამ ამოიღო. ამ უკანასკნელმა ოფიციალურად განაცხადა რომ მიმდინარე კვირაში ალეგრისა და გალიანის თანამდებობებს დაატოვებინებს.
იტალიელი საფეხბურთო თემაზე მწერალი ჟურნალისტების მტკიცებით, გალიანის ადგილს პაოლო მალდინი დაიკავებს, ალეგრის კი კლარენს ზეედორფი შეცვლის.