რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ომის „გაყინვა“ შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებაში სამ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.
სააგენტოს წყაროების ცნობით, კონტაქტი 2024 წლის დასაწყისში თურქეთში შუამავლების დონეზე შედგა.
ვლადიმირ პუტინის წინადადება ითვალისწინებდა კონფლიქტის „გაყინვას“ ამჟამად არსებული ფრონტის ხაზების გათვალისწინებით, რასაც, Reuters-ის წყაროების მტკიცებით, კრემლში ახლა ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად მიიჩნევენ, თუმცა ამერიკელებმა უკრაინის გარეშე ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.