უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში საომრად 141 სირიელი მებრძოლი დაიქირავა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში საომრად 141 სირიელი მებრძოლი დაიქირავა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გამოაქვეყნა სირიის 141 მოქალაქის სახელები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში საომრად დაიქირავა.

რამდენიმე დღის წინ უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელ დაქირავებულ მეომრებს აგზავნის. მათი ინფორმაციით, მებრძოლებს სირიაში, ალეპოს მახლობლად ერთ-ერთ ბაზაზე ამზადებენ. მომზადების დასრულების შემდეგ სირიელ მებრძოლებს ჰმეიმიმის ავიაბაზაზე, იქიდან კი რუსეთში გადაიყვანენ.

რუსეთში ჩასულ სირიელებს რამდენიმე დღეში რუსულ პასპორტებს აძლევენ, შემდეგ კი ფრონტზე აგზავნიან.