აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია - ხმათა 92,12%-ით ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია - ხმათა 92,12%-ით ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა - ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო ფიცს სამი დღის განმავლობაში დადებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თანახმად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 92,12%-ით ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ილჰამ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანს 2003 წლიდან მართავს, პრეზიდენტის თანამდებობას შემდეგი 7 წლის განმავლობაში დაიკავებს.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართა.