PRP თერაპია ახალი ხედვის რეაბილიტაციის ცენტრში

PRP თერაპია ახალი ხედვის რეაბილიტაციის ცენტრში

“ახალი ხედვის რეაბილიტაციის ცენტრში” შეგიძლიათ ჩაიტაროთ PRP თერაპია. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმით თერაპია მკურნალობის მეთოდია, რომელიც მოიცავს პაციენტის პლაზმის გამოყენებით სხვადასხვა ეფექტის მიღებას. პაციენტის პლაზმა შეიცავს თრომბოციტებს, ზრდის ფაქტორს და სხვა ბიოაქტიური ცილების კონცენტრირებულ რაოდენობას, რომლებიც ააქტიურებენ სხეულის ბუნებრივ სამკურნალო პროცესებს. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: rehabilitation.ge.

PRP თერაპიის პროცესი :

  1. სისხლის აღება

 პროცედურა იწყება მცირე რაოდენობით სისხლის აღებით ჩვეულებრივ, წინამხრის მიდამოდან.

  1. ცენტრიფუგაცია

  აღებული სისხლი მუშავდება ცენტრიფუგაში, ამ პროცესის დროს სისხლი იყოფა კომპონენტებად. თრომბოციტები და პლაზმა კონცენტრირდება PRP-ში.

  1. PRP ინექცია

  მას შემდეგ,რაც საინექციო ხსნარი მომზადდება, ის შეჰყავთ პირდაპირ დაზიანებულ ადგილას. ეს შეიძლება იყოს სახსარი, მყესი, იოგი ან კუნთი.

მდგომარეობები, რომლის დროსაც PRP თერაპია გამოიყენება

  1. ორთოპედიული დაზიანებები : თერაპია გამოიყენება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ტენდინიტი, მყესების დაზიანება, ოსტეოართრიტი და ა.შ.
  2. სპორტული დაზიანებები : აჩქარებს დაზიანების შეხორცებას, განსაკუთრების მყესებისა და სახსრების დაზიანების დროს.
  3. თმის ცვენა : თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია შესაძლებელია სკალპში, ის ხელს უწყობს თმების ზრდას.
  4. პოსტოპერაციული მკურნალობა

PRP თერაპიის ბენეფიტები

  1. მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა : პროცედურის დროს გამოიყენება პაციენტის პლაზმა, რაც ამცირებს ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს.
  2. აჩქარებს შეხორცებას : საინექციო ხსნარში კონცენტრირებული ზრდის ფაქტორები ამცირებენ გამოჯანმრთელების დროს.
  3. ამცირებს ანთებას
  4. ხსნის ტკივილს