გრიგოლ გეგელია: არ ვერთვებით იმ სამუშაო ჯგუფში, რომელმაც უნდა შეასრულოს, მაგრამ არ შეასრულებს არცერთ რეკომენდაციას

გრიგოლ გეგელია: არ ვერთვებით იმ სამუშაო ჯგუფში, რომელმაც უნდა შეასრულოს, მაგრამ არ შეასრულებს არცერთ რეკომენდაციას

ჩვენ არ ვერთვებით იმ სამუშაო ჯგუფში, რომელმაც უნდა შეასრულოს, მაგრამ არ შეასრულებს არცერთ რეკომენდაციას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა

„ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანას არ გააჩნია ამ ფარსსა და იმიტაციაში ყოფნის დრო. ამისთვის არსებობენ კომიტეტები, არსებობს პლენარული ფორმატი, ჩვენ ვართ როგორც ერთში, ასევე მეორეში. მოგეხსენებათ, ვერცერთი რეფორმა ვერ გავა ამ ფორმატების გარეშე. ჩვენ მოვითხოვთ ნამდვილ პროცესს, რომელშიც ჩვენ არათუ ვიქნებით, არამედ ერთ-ერთი პირველი ვიქნებით“, - აღნიშნა გეგელიამ.

მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის 9 პრიორიტეტის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ოპოზიციამ საკუთარი პოზიციები უნდა წარმოადგინოს.