დავით მათიკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მუშაობა კიდევ უფრო მეტად არის გასაღრმავებელი

დავით მათიკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მუშაობა კიდევ უფრო მეტად არის გასაღრმავებელი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მუშაობა კიდევ უფრო მეტად არის გასაღრმავებელი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის, ღიაობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა სამთავრობო სტრუქტურების მუშაობაში, ყველა მიმართულებით სერვისების გაუმჯობესება და ყველა სერვისის ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე მორგება. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია ბრძოლის ხარისხი საქართველოში და ეს არაერთგზის აღიარეს საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ უფრო მეტად არის გასაღრმავებელი აქ მუშაობა და ამის თაობაზეც პრემიერმა სათანადო გზავნილი გააკეთა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი სამთავრობო გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას აანონსებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სწორი პოლიტიკით შესაძლებელია საქართველო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის იყოს.