ბატონ მიხეილს „საზეიმოდ ვაცილებთ“ და ვუსურვებთ რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სამუდამოდ გაეცალოს. დაუზუსტებელი ცნობებით უცხო ქვეყნებში გაურკვეველი ვადით გამგზავრებას აპირებს და იმედია „ისტორიულ სამშობლოს“ დიდი ხნის განმავლობაში არ დაუბრუნდება.
დღეს სააკაშვილთან გამომშვიდობება გადავწყვიტე და ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარება განვიზრახე. იმედი მაქვს აწ უკვე ექს-პრეზიდენტის შესახებ ბოლო წერილს მოგაწოდებთ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში სააკაშვილის პიროვნებაზე არაერთი მასალა გაგაცანით. მათი დიდი ნაწილი „მიშაზე“ მოარული ანეკდოტებისაგან, „მაღალის“ გამონათქვამებისაგან და თანამემამულეების წინაშე უსაფუძვლო დაპირებებისგან შედგებოდა. დღეს ამ წერილების ერთგვარ „დაიჯესტს“ შემოგთავაზებთ.
თავდაპირველად სააკაშვილის დაპირებებს გაგახსენებთ. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე სააკაშვილი ამომრჩევლებს შემდეგ დაპირებებს აძლევდა:
1. არჩევნების შემდეგ მიღებულ პირველსავე ბიუჯეტში პენსია გახდება 28 ლარი, ხოლო მოქალაქეები შრომის სტაჟის და დამსახურებისმიხედვით ამის გარდა მიიღებენ კიდევ დანამატებს.
2. საქართველოში დაუყოვნებლივ გაუქმდება მიწის გადასახადი და მოხდება ძველი დავალიანების და საურავების ჩამოწერა.
3. მცირე ბიზნესი 2 წლით განთავისუფლდება ყველა გადასახადისაგან.
4. სამედიცინო მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოქალაქისათვის.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილმა სრულიად საქართველო ახალი დაპირებებით „გააბოლა“:
1. მიხეილ სააკაშვილი თავის მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში
2. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ სამხრეთ ოსეთში ქართული იურისდიქცია მშვიდობიანი გზით 2009 წლამდე აღდგებოდა.
3. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ შექმნიდა ძლიერ, პროფესიულ არმიას.
4. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ შექმნიდა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას
5. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ხელისუფლების დემოკრატიულ დანაწილებას და ორპალატიან პარლამენტს
6. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა მედიის დამოუკიდებლობის დაცვას.
7. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა სრულფასოვანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
8. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
9. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ადგილობრივი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრების მოძიებას.
10. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ბიზნესისათვის ინვესტიციების მოზიდვას.
11. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა კერძო საკუთრების დაცვას და ხელშეუხებლობას.
12. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ძლიერი და ქმედითი პოლიციის სისტემის შექმნას.
13. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ საპენსიო მინიმუმი გაუტოლდებოდა 100 დოლარს. ნაცვლად ამისა,
14. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა ეროვნული ღირსებების დაცვას.
15. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა 100 საავადმყოფოს აშენებას.
16. მიხეილ სააკაშვილი მმართველობის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ 2009 წლამდე სიღარიბეს საბოლოოდ დასძლევდა.
თავის დროზე ბატონი სააკაშვილი მრავალი ახალი წამოწყების ინიციატორი გახდა და ამათგან რომელი ერთი ჩამოგითვალოთ:
„გადავაქციოთ მესტია ევროპის ტურისტულ ცენტრად”, „რამდენიმე წელიწადში ახალ ქალაქ ლაზიკას ავაშენებთ”, „ღიმილიანი საქართველო”, თბილისში დიდი ველოსიპედის სკულპტურის დადგმა, ბათუმში შლოპანციანი კვერცხების ქანდაკების განთავსება, ერთი და იგივე სამედიცინო აპარატურით 10-15 და 20–ადგილიანი საავადმყოფოების გახსნა.
ალბათ დრო დადგა მისი რამდენიმე გამოსვლის ნაწყვეტიც შემოგთავაზოთ. ეს ციტატები ერთდროულად სახალისოც არის და დამაფიქრებელიც. ალბათ ბედის ირონიას თუ დავარქმევთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში სრულიად საქართველო ასეთი გაუწონასწორებელი პიროვნების შემყურე რომ გახლდათ.
„ჩვენ საქართველო ისეთი უნდა ავაშენოთ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ და როგორსაც დღეს, ჩვენ ვოცნებობთ.“
„მე გპირდებით, რომ თქვენი სირცხვილის მიზეზი არასდროს ვიქნები.“
„საქართველო არ არის უბრალოდ ევროპის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანაცაა.“
„დროა ვკითხოთ საკუთარ თავს, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მსოფლიოსთვის?“
„დემოკრატია არის თქვენი საქმიანობა სკოლის მერხიდან დაწყებული და პატრიოტთა ბანაკებით დამთავრებული. თქვენი ღირსების შენარჩუნება, თქვენი შეხედულებების გამოვლენა, ბევრი თქვენნაირი ადამიანის პოვნა და სტრუქტურად ჩამოყალიბება, თქვენი სიმართლის გატანა და დამტკიცება საზოგადოებისთვის, რათა დანარჩენებმა დაგიჯერონ - აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია.“
„თქვენ იცით, რომ მე ყველაზე მეტად ჩვენი ბავშვები მიყვარს, ყველაზე მეტად მათი ჭკუისა ვარ და ალბათ იმიტომ მეც მიყვარს ფანტაზიები, მიყვარს რაღაცეების ლამაზად დახატვა და მერე ამას ვისრულებ, მეც მიყვარს რაღაცეების წარმოდგენა და მერე ეს კეთდება.“
„ჩემი ამოცანაა ახალი საზოგადოებრივი ფორმირების შექმნაში მონაწილეობა. ისე, რომ 15 წელიწადში საქართველოს ცხოვრება სახარბიელო გახდეს. ყველაზე დიდი ხელოვნება პოლიტიკურ მართვაში, უარის თქმა და მოსმენის უნარია. კორუმპირებული ადამიანების მიმართ შეცოდების გრძნობა არ მაქვს. მთავარია, პოლიტიკურად და მორალურად განადგურდნენ, დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს.“
„ადამიანი იზომება თავისი ნიჭიერებით, წესიერებით, პატრიოტიზმით, შრომისუნარიანობით და არა რელიგიით და ეთნიკურობით.“
„ბათუმში უფრო მეტი 5–ვარსკვლავიანი სასტუმროა ვიდრე მოსკოვში. ბათუმი უკვე ისე ავაშენეთ, რომ მაიამის და იბიცას დონეზეა.“
„გავიხსენოთ დიდი ილიას სიბრძნე. მე ძალიან ხშირად ვიმეორებ და ძალიან მიყვარს ეს სიტყვები - ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ნაწილი ვართ ერისა და ამიტომ ჩვენი ბედნიერება უნდა ვეძებოთ მთელი ერის ბედნიერებაში და არა ცალკე. დიდი ილიას სიტყვები ლექსად, სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა მგოსანმა, ჩვენმა აკაკიმ: ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო! აი აქ უნდა მივიდეთ ჩვენ, აი ეს უნდა გავიაროთ, აი ეს უნდა გავითავისოთ, ამით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენება და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ავიხდინოთ ქართული ოცნება"
„ამ გაქსუებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხალხს კი არა, თავიანთ კეთილდღეობას ემსახურებიან, ჩვენ გავისტუმრებთ მოუსავლეთში, აღარ იქნება კორუფცია და ყველანი იქნებიან ხალხის სამსახურში, ცოტაც მოითმინეთ, ხალხო!"
საქართველოს მოსახლეობაში სააკაშვილის შესახებ არაერთი ანეკდოტია გავრცელებული. თავის დროზე ამ „საინტერესო თემას“ რამდენიმე წერილი დავუთმე და მათგან რამდენიმე „მარგალიტს“ თქვენს სამსჯავროზე კიდევ ერთხელ წარმოვადგენ.
1. სადარბაზოს შესასვლელთან, სადაც მიხო მზესუმზირას ყიდის, გურულმა ჩაიარა.
- გიცანი ძამა, მგონი შენ იყავი, ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძეს ცხვირწინ ხუთჯვრიან დროშას რომ უფრიალებდი და გადადექი, გადადექიო, ყვიროდი.
- მე ვიყავი, მაშ სხვა ვინ იქნებოდა? – თავი მოიწონა მიხომ.
- მერე, ი კაცი გიშლიდა მზესუმზირის გაყიდვას?
2. ბუში, ბლერი და სააკაშვილი ხვდებიან ერთმანეთს.
ბუში ამოიღებს ვერცხლის პორტსიგარს, ზედ აწერია: - “შვილ ბუშს მამა ბუშისგან".
ბლერი ამოიღებს ოქროს პორტსიგარს წარწერით: - “ბლერს დედა დედოფლისაგან".
სააკაშვილი ამოიღებს პლატინის პორტსიგარს 5-კარატიანი ბრილიანტით, რომელსაც ასეთი წარწერა ამშვენებს - “ასლან აბაშიძეს ლუჟკოვისაგან".
3. კითხვა: რამდენ ხანში შეიქმნა დედამიწა? პასუხი: 6 დღეში, მეშვიდე დღეს სააკაშვილი მოვიდა და გახსნა
4. „ვენი ვიდი ვიცი“-ს მიშასეული პერეფრაზი - მიველ, გავიგონე, ვიხოხე
5. მიშას ეკითხებიან ბიზნესმენები: წარმატებული ბიზნესმენის შეგრძნება როგორიაო ? პასუხობს: მე შემომხედეთ და მიხვდებითო !
6. მიშას არასდროს არ აქვს განდიდების მანია, ის უბრალოდ ღმერთია.
7. მიშა ამბობს მალე ევროპაში 36 მანეთად გადავფრინდებითო. ივანიშვილმა ეს რომ გაიგონა - აუჰ, რა ქვეყანა უნდა დავანგრიო, ოქტომბერშიო.
8. დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ სახალხო პარტიის კრებაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შემდეგ სააკაშვილი შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტს ტრაიან ბარესკუს, ესაუბრა პრემიერ მინისტრს ვიქტორ პონტას.
ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა რუმინეთის მთავრობის სხდომაზე ვიქტორია პალასში და რუმინეთის სენატში. ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ერთად მოინახულა ადგილი, სადაც განთავსდება ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემები. მოინახულა ქვეყნის 37 პრეფექტი (5 შვებულებაში იყო).
ესტუმრა დედაქალაქის მერიას და გაეცნო მუნიციპალურ პროექტებს.
ეწვია ბუქარესტის უნივერსიტეტს, სადაც ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა, სანამ არ მიანიჭეს საპატიო დოქტორის ხარისხი.
გადაცურა დუნაი, ინტერვიუ მისცა ბუქარესტის სამ, ბულგარეთის ერთ ტელევიზიას და მერე უკან გადმოცურა.
გადმოხტა პარაშუტით ბუქარესტის კულტურისა და დასვენების პარკში.
დაესწრო საფეხბურთო კლუბი "სტიაუას" ვარჯიშს და მთავარ მწვთნელს მისცა საქმიანი რჩევები.
ხელი ჩამოართვა 17 564 მოქალაქეს.
მოიარა 7 პიცერია და გაეცნო ეროვნული სამზარეულოს მიღწევებს 11 სხვადასხვა რესტორანში.
შეჭამა 62 ნაყინი.
კიდევ უნდოდა დუნაის გადაცურვა, მაგრამ უთხრეს - გვიანია და დაკეტილიაო.
ამის მერე წამოვიდა სახლში.
იმავე დღეს, გვიან ღამით, თავის საგანგებო სხდომაზე რუმინეთის მთავრობამ 18 ოქტომბერი, ხუთშაბათი, დასვენების დღედ გამოაცხადა.
9. ობამა მიშას დაურეკავს და დახმარებას სთხოვს, მაგრად ვაგებ და იქნებ მომაგებინო არჩევნებიო. მიშამ უპასუხა, - არა გრცხვენია, დაგეხმარები აბა რას ვიზამო. გაუგზავნის საქართველოდან რჩეულ გამყალბებლებს თავისი ტელევიზიან- მელევიზიიანად.
ერთ კვირაში ობამა ურეკავს მიშას:
- ყველაფერი კარგად მიდის, კონკურენტი თითქმის დამარცხებულია, ერთი ეგაა რომ რამდენიმე შტატში ნაციონალები ლიდერობენო.