უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს, რუსეთის არ შეეშინდეთ. ვრცელი ინტერვიუ ოლექსი დანილოვმა პორტუგალიურ გამოცემა Lusa-ს მისცა.
„ფრონტზე ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით და დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, რადგანაც სხვა გზა არ გვაქვს. ვიმედოვნებთ, პარტნიორები მიხვდებიან, რომ საფრთხე არა მხოლოდ ჩვენს დამოუკიდებლობას, არამედ მთელი დასავლეთის იმიჯს, ავტორიტეტსა და ერთიანობას ემუქრება“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისივე თქმით, თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას გაცილებით მეტ შეიარაღებას არ მიაწვდიან, სიტუაცია მართლაც გართულდება.