გაფიცვის გამო დრეზდენისა და ლაიფციგის აეროპორტებში ყველა რეისი გადაიდო

გაფიცვის გამო დრეზდენისა და ლაიფციგის აეროპორტებში ყველა რეისი გადაიდო

დრეზდენისა და ლაიფციგის აეროპორტებში ყველა რეისი გადაიდო. მიზეზი ადგილობრივი პროფკავშირების მიერ ორგანიზებული ორდღიანი გაფიცვა გახდა.

აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას და ინფლაციით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. გაფიცვა დღეს საღამოს დასრულდება.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროფკავშირები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.