ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეროვნული კოალიციის პარტიის კანდიდატმა ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ყოფილ პრემიერს ხმა ამომრჩეველთა 51,6%-მა მისცა, „მწვანეების“ კანდიდატმა პეკა ჰაავისტომ კი ხმების 48,4% მიიღო. ჰაავისტომ დამარცხება უკვე აღიარა და სტუბს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა.