Der Spiegel: ოლექსანდრ სირსკი ვალერი ზალუჟნისთან შედარებით უფრო აგრესიული სამხედრო ტაქტიკის მომხრეა

Der Spiegel: ოლექსანდრ სირსკი ვალერი ზალუჟნისთან შედარებით უფრო აგრესიული სამხედრო ტაქტიკის მომხრეა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი მის წინამორბედ ვალერი ზალუჟნისთან შედარებით უფრო აგრესიული სამხედრო ტაქტიკის მომხრეა. ამის შესახებ სტატიაში სათაურით „გენერალი, რომელსაც ყასაბს ეძახიან“ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წერს.

„ოლექსანდრ სირსკი უფროსი თაობის წარმომადგენლად ითვლება, რომელიც უფრო დაუნდობელი ტაქტიკის მომხრედ ითვლება. ზალუჟნის ხშირად კონტრიერიშის დროს გაუბედავად მოქმედებაში ადანაშაულებდნენ, სირსკის კი უფრო აგრესიული მოქმედება ახასიათებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდლის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და მის შემცვლელად სახმელეთო ჯარების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.