ესპანეთში ფერმერების პროტესტი გრძელდება

ესპანეთში ფერმერების პროტესტი გრძელდება

ესპანეთში ფერმერების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ტრაქტორებით გადაკეტეს საავტომობილო გზები, მათ შორის აღმოსავლეთ ესპანეთში ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი. მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფერხებულია მცირე ქალაქებში, მათ შორის ცენტრალურ ავილაში.

ესპანელი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას და საწვავის ფასების შემცირებას ითხოვენ. ფერმერების საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთში, ბელგიაში, იტალიასა და პორტუგალიაშიც.