ოჯახური ბედნიერების საიდუმლო

ოჯახური ბედნიერების საიდუმლო

ოჯახური ბედნიერებისა და მყარი ცოლქმრული ურთიერთობების საიდუმლო ამოხსნეს ავსტრალიელმა სწავლულებმა: „რაც უფრო მეტია განსხვავება ერთად ცხოვრების გამო ცოლ-ქმრის მიერ მიღებული სიამოვნების დონეებს შორის, მით უფრო მოსალოდნელია მათი ოჯახის დანგრევა“.

კვლევებს ეკონომისტები ატარებდნენ, რომლებმაც გამოვლენილ ფენომენს „ბედნიერების დისტანცია“ უწოდეს.

მათ გააანალიზეს ათიათასობით ქორწინებითი კავშირი ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში და აღმოაჩინეს, რომ ეს ეფექტი მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს: თუ მამაკაცი უფრო ბედნიერია, ვიდრე ცოლი, მაშინ ცოლი მოითხოვს განქორწინებას, მაგრამ პირიქით სიტუაციაში ასე არ ხდება.

„ქმარმა არ უნდა აჩვენოს ცოლს, რომ იგი ქორწინებიდან უფრო მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ცოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაკაცები განქორწინებისთვის“ უნდა მოემზადონ“, – აფრთხილებენ სწავლულები ქმრებს.

ავსტრალიის დიკინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება იზრდება მაშინ, როდესაც ცოლი გადატვირთულია ოჯახის საქმეებით, აგრეთვე, იმ შემთხვევაში თუ ისინი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

მაგრამ, თუ მათ ერთნაირი განათლება აქვთ, დაახლოებით ერთი ასაკისანი არიან, ერთნაირი ეთნიკური და სოციალური წარმოშობისა და ერთი და იმავე ქვეყნის მოქალაქეები არიან, ერთსა და იმავე სარწმუნოებას მისდევენ, მაშინ ისინი ერთად დიდხანს რჩებიან.

მაგალითად, ავსტრალიაში, ასეთი წყვილების რაოდენობა 53 პროცენტია, დიდ ბრიტანეთში – 61, ხოლო გერმანიაში – 70 პროცენტი.