ოლაფ შოლცი: გერმანია არ არის საკმარისად დიდი, რომ შეავსოს სხვაობა იმ შემთხვევაში, თუ აშშ ვერ მიაწოდებს უკრაინას იარაღს

ოლაფ შოლცი: გერმანია არ არის საკმარისად დიდი, რომ შეავსოს სხვაობა იმ შემთხვევაში, თუ აშშ ვერ მიაწოდებს უკრაინას იარაღს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არ არის საკმარისად დიდი, რომ შეავსოს სხვაობა იმ შემთხვევაში, თუ აშშ ვერ მიაწოდებს უკრაინას იარაღს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

"მე ვფიქრობ, ეს არის ის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც ამჟამად ვდგავართ", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

6 თებერვალს, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის ძალიან დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები და ევროპა შეძლებენ მხარი დაუჭირონ უკრაინას და გაუგზავნონ მესიჯი რუსეთის პრეზიდენტს.