აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ლიდერობს

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ლიდერობს

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩეველთა ხმების 92% აქვს. არჩევნებში, მის გარდა, კიდევ 6 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა მხოლოდ 2% პროცენტი მიიღო.

არჩევნები ათწლეულების შემდეგ პირველად ჩატარდა ყარაბაღშიც. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა ქართული დელეგაციაც.