რუსეთის ქალაქ იჟევსკში სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა. დეტონაციის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის გამოც კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა.
რუსული სამთავრობო მედია იტყობინება, რომ აფეთქება სარაკეტო ძრავების გეგმური გამოცდისას მოხდა. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.