ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიგრანტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ეს კი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ხდება - ამერიკამ უკრაინა დახმარების გარეშე დატოვა, რამაც შესაძლოა ჯო ბაიდენის საპრეზედენტო კარიერა შეიწიროს.
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ უკმაყოფილების ტალღა მას თეთრ სახლში დააბრუნებს და არჩევნებამდე მიგრანტების კრიზისს შეაჩერებს.
რა ხდება აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე და როგორია მიგრაციის პრობლემა?
ლტოლვილთა ქარავნები
დეკემბერში აბსოლუტური რეკორდი დამყარდა, მექსიკის საზღვარი 300 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. იანვრის თვის მონაცემები ჯერ არაა, მაგრამ ტენდეცია გრძელდება. თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა, აშშ-ში, სადაც უკვე 336 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მას დაახლოებით 2,5 მილიონი მიგრანტიც შეემატება.
აღსანიშნავია, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2019 წელს ამერიკამ მილიონი მიგრანტი მიიღო. შემდეგ იყო ვარდნა, რადგან მსოფლიოში კოვიდ ვირუსი ცირკულირებდა, ამის მიუხედავად აშშ-ს საზღვარი 400 ათასმა მიგრანტმა გადალახა. შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა და მიგრაციის შესახებ კანონი შეცვალა. მისი პრეზდენტობის დროს მიგრაცია გაიზარდა - 2021 წელს აშშ-მ 1,7 მილიონი ლტოლვილი მიიღო, შემდეგ წლეში ამ რიცხვმა 2,5 მილიონს მიაღწია. მიგრანტები მთელი ქვეყნის მასშტაბით იფანტებიან, ექვსი თვის შემდეგ კი მათ შეუძლიათ სამუშაო ნებართვა მოითხოვონ.
ლტოლვილები თუ ტერორისტები?!
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ადგილობრივების 17% აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიგრაციას მიიჩნევს. 57%-ს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა არ მოსწონს, ხოლო 65%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ტრამპმა კი ამით ისარგებლა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე საიმიგრაციო ბარათზე აგრესიული ფსონი დადო.
ტრამპის თქმით, მიგრანტები ქვეყანას, ერის სისხლს წამლავენ, რადგან დიდ ნაწილს სასჯელი აქვს მოხდილი და ნაწილი კი ტერორისტია. რესპუბლიკური პარტია ამ თემაზე ტრამპს მხარს უჭერს. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესში უკრაინისთვის 60 მილიონი დოლარისა და სამხედრო დახმარების გამოყოფაზე უარი თქვეს, რის გარეშეც უკრაინას რუსეთთან წინააღმდეობის გაწევა უჭირს. რესპუბლიკელები დემოკრატეისგან მოითხოვდნენ, რომ ამ თანხით აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრონ. ამ თემასთან ისინი დემოკრატებთან თვეების განმალობაში კამათობდნენ, საბოლოოდ დანებდნენ და უპრეცედენტო დათმობაზე წავიდნენ. ორშაბათს ღამით დემოკრატების მიერ კონტროლირებად სენატში, ორმა ფრაქცამ მიაღწია შეთანხმებას - უკრაინისთვის 60 მილიარდი, 14 მილიარდი ისრაელისთვის გაიღო, ხოლო 20 მილიარდი კი საზღვრის გაძლიერებისთვის.
ტრამპი, პუტინი და მიგრაციის იარაღი
„რამე სისულელეს ნუ გააკეთებთ“ - მიმართა ტრამპმა რესპუბლიკელებს სოციალური მედიის მეშვეობით და მოითხოვა დახმარების გამოყოფა საზღვრების გამკაცრებასთან დაკავშირებით, თუმცა თეთრი სახლი ტრამპის გადაწვეტილებას არ ეთანხმება. ტრამპი არ მალავს, რომ მას არჩევნებამდე სჭირდება ბაიდენის წარუმატებლობა საგარეო პოლიტიკასა და მიგრაციაში. თუ რესპუბლიკელები დაბლოკავენ კომპრომისულ კანონპროექტს, უკრაინაც და მექსიკის საზღვარიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი მიღების შემთხვევაში, თავად ტრამპი ქულებს დაკარგავს. „ეს კანონპროექტი მშვენიერი საჩუქარია დემოკრატებისთვის და სასიკვდილო საფრთხე რესპუბლიკური პარტიისთვის“, - დაწერა ტრამპმა ორშაბათს სოციალურ ქსელში.
ბაიდენის თქმით კი, რესპუბლიკელებს მიგრანტთა საკითხი არ აინტერესებთ და მხოლოდ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ მიგრაცია პოლიტიზირებულია არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ევროპაშიც.
ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ევროპას ლტოლვილებით „დატბორვას“ დაპირდა. ამავდროულად, ვითარება რთულდება ევროპის სამხრეთ საზღვრებზე, სადაც აფრიკიდან ლტოლვილები ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩადიან. გაეროს მონაცემებით, 2019 წლიდან 2023 წლამდე ლტოლვილთა რიცხვი ერთნახევარჯერ გაიზარდა. ძირითადი მიზეზები ომები და სიღარიბეა.
ვინ „დატბორა“ ამერიკა ფენტანილით
სანამ მესაზღვრეები ლტოლვილების გაკონტროლებით არიან დაკავებულები, იქამდე მექსიკელ კარტელებს დაუცველი საზღვრებით აშშ-ში საშინელი სინთეზური ნარკოტიკი, „ფენტანილი“ შეაქვთ. ის 50-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი და 100-ჯერ უფრო სასიკვდილო, ვიდრე მორფინი. ის შერეულია ჰეროინთან, კოკაინთან და მეტამფეტამინთან. იგი იყიდება რეცეპტით გაცემული ოპიოიდის სახით. ხელნაკეთი ნარევების მოხმარების შემდეგ გადარჩენის გარანტია არ არსებობს და შედეგიც ნათელია: ფენტანილი არის დოზის გადაჭარბებით სიკვდილის მთავარი მიზეზი აშშ-ში. თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ „ფენტანილის“ კონტრაბანდის გამო მსჯავრდებულთა თითქმის 90% აშშ-ს მოქალაქეა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საზღვარზე არალეგალური ემიგრანტები ბევრად უფრო სერიოზულად განიცდიან ამ საკითხს, ვიდრე ამერიკელები.
ექსპერტების თქმით, ნარკოტიკის გადატანას ნარკობარონები მიგრანტების საშუალებით ერიდებიან და ის აშშ-ში ლეგალურად, ან საფოსტო გზავნილებით ხვდება. მათი დასკვნით, ქიმიკატები, რომლებიც გამოიყენება „ფენტანილის“ გასაკეთებლად, ჩინეთიდან მექსიკაში თავისუფლად მიედინება. ამის გამო, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა სანქციები ჩინეთში 12 სუბიექტისა და 13 ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ფენტანილის“ წინამორბედების და რიგი სხვა უკანონო ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებაზე.