აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგების შესახებ წინასწარ ინფორმაციას ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრი 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 19:00 საათზე გაავრცელებს.

არჩევნებში მონაწილეობას შვიდი კანდიდატი იღებს, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა და მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილში უნდა გამართულიყო.

არჩევნებს ქართული დელეგაციაც აკვირდება, რომლის წარმომადგენლებიც ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, უკვე აზერბაიჯანში არიან.