სამხრეთ ფილიპინებში მეწყერმა ორი ავტობუსი მოიყოლა, შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ორმა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და დავაოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ფილიპინების კატასტროფების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავტობუსებში სულ მცირე 28 ადამიანი იმყოფებოდა, 8 მათგანმა გაქცევა მოახერხა.
მეწყერი დავაო დე ოროს პროვინციაში, კუნძულ მინდანაოზე, ოქროს მაღაროსთან ახლოს ჩამოწვა. კატასტროფების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად გასულ კვირას სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.