თანამშრომლების გაფიცვის გამო, Lufthansa-მ ავიარეისების 90%-მდე გააუქმა

თანამშრომლების გაფიცვის გამო, Lufthansa-მ ავიარეისების 90%-მდე გააუქმა

გერმანიაში, სადაც ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები 27-საათიან გაფიცვას მართავენ, ავიარეისების უმეტესობა გაუქმებულია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გაფიცვა ოთხშაბათს, დილის 7 საათზე დაიწყო. ის შეეხება მიუნხენის, ბერლინის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და დიუსელდორფის აეროპორტებს.

Lufthansa-მ გაფიცვის პერიოდში დაგეგმილი 1000 რეისიდან 90%-მდე გააუქმა. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ შედეგად 100 ათასზე მეტი მგზავრი დაზიანდება.

პროფკავშირები აეროპორტების 25 ათასი თანამშრომლისთვის ხელფასების 12,5%-ით მომატებას და ინფლაციის კომპენსაციის მიზნით ერთჯერადად 3 ათასი ევროს გადახდას ითხოვენ.