ყაზახეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოლჟას ბექტენოვის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამის განკარგულებას უკვე პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმაც მოაწერა ხელი.
43 წლის ბექტენოვი მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
ყაზახეთის მთავრობა, რომელსაც ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობდა, 5 თებერვალს გადადგა.