პოეტი რეზო ამაშუკელი, ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას ულოცავს. მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ოცდაათ წლიან საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრებას გადაარჩინა.
"ვერ თმობს ამათ ამერიკა, რომლის პირდაპირი პროექტიც იყო მანქურთების მოთრევა აქ, რომ წაეშალათ ყველაფერი ქართული. როდესაც გავაპროტესტე წერილი, რომელიც როსნერია თუ ვიღაც ოხერმა მოიწერა, ქალბატონმა დარეკა "ობიექტივში" და განაცხადა, რამდენ ხანს შეიძლება ამდენი ლანძღვაო.. მაგ დედაკაცმა თავის ჰორმონალურ უბედურებებს და კლიმაქსურ მოვლენებს მიხედოს, ვის უნდა ვესაუბრო მე კორექტულად? ვინც სამშობლო წამართვა და ქვეყანა დაღუპა? რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, ოცდაათწლიან საკონცენტრაციო ბანაკში ვიქნებოდით. ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც ქართულად გიძგერთ გული - მიმიფურთხებია იმ ქართველისთვის, ვინც შეეგუება, რომ ეს რაქიტიანი ბაქრაძე გამოვიდეს და მარიგოს ჭკუა და ვაშაძე კიდევ, და რომ ამერიკაში გაუთხოვდა.. ეგენი გარყვნილები არიან. მაგათ უნდოდათ, თავიდან ბოლომდე შეეცვალათ ქვეყანა. ბოკერიას უნდოდა, გადაეკეთებინა ქართველობა და ამის შემდეგ ესენი კიდევ უნდა დარჩნენ და პოლიტიკური დივიდენდები უნდა ჰქონდეთ? რეანიმაციის საშუალება უნდა მივცეთ? - ვერ ეღირსებიან. მინდა ჯანმრთელად ვიყო, რომ მაგათ ბოლომდე მივყვე!" - განაცხადა პოეტმა მედიაკავშირ „ობიექტივში" სტუმრობისას.