ათენში განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, პოლიციასთან შეტაკება მოხდა

ათენში განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, პოლიციასთან შეტაკება მოხდა

მასობრივი არეულობა ათენში. განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა.

პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტთა ჯგუფი პოლიციელებს თავს დაესხა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.