თბილისის გოეთეს ინსტიტუტში 15 მარტს მოეწყობა კომიქსების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული კომიქსების მხტვრების ორი თაობა: ის ვინც ამ სფეროსში ავანგარდისტებად ითვლებიან და გერმანიაში კომიქსის ჟანრის საკუთარი სახე შექმნეს, ისე როგორც კომიქსების მხატვრების ახალი თაობა, რომელთა შემოქმედებაშიც ეს ახალი ტენდენციები აისახება.
გამოფენაში წარმოდგენილი ცამეტი ხელოვანის შემოქმედება იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან შესრულების ტექნიკით, თხრობისა თუ პუბლიკაციის ფორმებით, რომ მათი ერთი სტილისტური ნიშნის ქვეშ მოექცევა შეუძლებელია. აქ წარმოდგენილია ავტობიოგრაფიული თუ სურრეალისტური, ისტორიული თუ ფანტასტიური მოთხრობები, კომიქსების სახით გადმოცემული რეპორტაჟები და ლიტერატურის ადაპტაციები. ნამუშევრები შესრულია როგორც კომპიუტერით ისე შაბლონებით, ფანქრით, ტუშითა და სახატავი ნახშირით.
ერთად ერთი რაც ამ ხელოვანებს აერთიანებს არის სწრაფვა იმისა, რომ ამ ჟანრის ყველა საშუალება ახლებურად ამოწურონ და განთავისუფლდნენ უკვე დაწესებული, შემბოჭველი შაბლონებისაგან. ისინი უფრო მეტად გახსნილები არიან გრაფიკის, მხატვრობისა და ილუსტრაციისადმი.
“გერმანული კომიქსები დაგვიბრუნდა” – ასე ასათაურებს ანდრეას პლატჰაუზი თავის ესსე-კატალოგს. ამის მიზეზი, მისი თქმით გერმანიის გაერთიანება გახდა. ახალი იმპულსები უპირველეს ყოვლისა წამოვიდა ყოფილი გდრ-ის მხატვრებისა და ხელოვანებისაგან. ისინი უბრუნდებიან ტრადიციულ გრაფიკულ და ბეჭდურ ტექნოლოგიებს, თუმცა ასევე იყენებენ ახალ ფორმებსაც, როგორიცაა “სტრიიტარტი” და კომპიუტერული გრაფიკა.
გერმანული კომიქსების ავანგარდის წარმომადგენლები, მათ შორის ანკე ფოიშტენბერგერ, ჰენნინგ ვაგენბრეტ და მარტინ ტომ დიეკი ამასობაში ილუსტრაციისა და თავისუფალი სახვითი ხელოვნების პროფესორები არიან და ხელს უწყობენ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ინტერესით ატარებს ექსპერიმენტებს დასურათებული თხრობის ჟანრში. თუ ცოტა ხნის წინ გერმანულ კომიქსებს უცხოეთეში თითქმის არ ექცეოდა ყურადღება, მისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება და ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით აღიარებულია თავისი ინდივიდუალური სურათებისა თუ თხრობის მანერის ნაირსახეობით.