უკრაინა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება. კიევისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფის საკითხი დღეს ბრიუსელში უნდა გადაწყდეს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან.
სამიტის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტისთვის ევროკავშირი უკრაინას დაპირებული მილიონი ჭურვიდან მხოლოდ ნახევარს გადასცემს.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, წელს უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა იგეგმება. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში ზაფხულამდე მომზადებას კიდევ 20 ათასი უკრაინელი სამხედრო გაივლის.