CNN: ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

CNN: ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ. ამ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ წერდნენ სხვა დასავლური გამოცემებიც, მათ შორის The Economist-ი და Financial Times-ი.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე პრეზიდენტის ოფისმა.

CNN-ის წყაროების ცნობით, ზელენსკიმ თათბირზე განუცხადა ზოგიერთ მაღალჩინოსანს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, რომ „მიღებული აქვს გადაწყვეტილება ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.