ჩრდილოეთ კორეა მორიგი სარაკეტო გამოცდის შესახებ იუწყება

ჩრდილოეთ კორეა მორიგი სარაკეტო გამოცდის შესახებ იუწყება

ჩრდილოეთ კორეა მორიგი სარაკეტო გამოცდის შესახებ იუწყება. ქვეყნის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გამოცდა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გამოყენებისთვის გამართული სწავლების ფარგლებში ჩატარდა.

ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ ერთდროულად რამდენიმე რაკეტა გამოცადეს და რაკეტები, კორეის დასავლეთ სანაპიროსთან, ზღვაში ჩავარდა.

ბოლო კვირების განმავლობაში, ეს ჩრდილოეთ კორეაში, მესამე სარაკეტო გამოცდა იყო.