პაკისტანის ყოფილ პრემიერს და მის მეუღლეს კორუფციის საქმეზე 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პაკისტანის ყოფილ პრემიერს და მის მეუღლეს კორუფციის საქმეზე 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს და მის მეუღლეს, ბუშრა ბიბის კორუფციის საქმეზე 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

BBC-ის ცნობით, ეს ორ დღეში იმრან ხანისთვის გამოტანილი მეორე გამამტყუნებელი განაჩენია - 30 იანვარს მას სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იმრან ხანი, რომელიც 2022 წელს ოპონენტებმა თანამდებობიდან გადააყენეს, უკვე იხდის 3-წლიან სასჯელს კორუფციის საქმეზე. ექსპრემიერის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად არის მოტივირებული. მისი თქმით, დამატებითი ბრალდებები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რომელშიც მას მონაწილეობა ეკრძალება.