ჯერ კიდევ შარშან, ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ჯგუფ LED ZEPPELIN–ის ვოკალმა – რობერტ პლანტმა განაცხადა, რომ იგი უკვე საკმაოდ მობერდა და სცენაზე გასვლას მომავალში აღარ აპირებს. როგორც ჩანს, მისი ეს განცხადება ბევრმა ადამიანმა არ დაიჯერა.
რამდენადაც იცით, ბევრის ოცნებაა და უკვე დიდი ხანია არსებობს იდეა LED ZEPPELIN–ის კვლავ გაერთიანების შესახებ. ცოტა ხნის წინ, ამ იდეის ხორცშესხმა ელის კუპერმა გადაწყვიტა, მაგრამ პლანტისგან მოულოდნელი უარი მიიღო რადგან მისი აზრით ის უკვე ძალიან მოხუცია ამისთვის.
”მე გამოვდივარ სცენაზე და ვიძახი დავიწყოთ! მე არასოდეს ვიღლები სიმღერით. ისინი კი რას აკეთებენ? უბრალოდ დგანან სცენაზე. პეიჯი და პოლი თანახმაა, ჯეისონ ბონემიც ჩვენთანაა ერთად-ერთი ვინც დარჩა ეს არის რობერტ პლანტი. ის კი ამ დროს რითია დაკავებული? ფოლკლორით! არ მესმის საერთოდ რატომ აკეთებს ამას.” – განაცხადა ელის კუპერმა.
რობერტ პლანტი კი თავის სიტყვაზე მტკიცედ დგას აცხადებს, რომ ის არ აპირებს ახალ პროექტში მონაწილეობის მიღებას და თვლის, რომ მან უკვე დაწერა თავისი ისტორია და მისი კვლავ განახლება საჭირო აღარ არის.
როგორც ჩანს, წინ აღარაფერი უდგას, ლეგენდარული LED ZEPPELIN–ის აღდგენას, მაგრამ გენიალური რობერტ პლანტის გარეშე, ეს ჯგუფი რას მოახერხებს, მართლაც რომ ძნელი სათქმელია.