ჯგუფ Boney M-ის დამფუძნებელი, ფრანკ ფარიანი გარდაიცვალა

ჯგუფ Boney M-ის დამფუძნებელი, ფრანკ ფარიანი გარდაიცვალა

გერმანელი პროდიუსერი, ფრენკ ფარიანი გარდაიცვალა, რომელიც პოპულარული დისკო ჯგუფის Boney M-ის დამფუძნებელი იყო. ამის შესახებ BBC მის ოჯახზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 82 წლის ფარიანი აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

Boney M-ი 1976 წელს დაარსდა და პოპულარობა 1970-იანი წლების ბოლოს მოიპოვა. ფარიანი ავტორია ისეთი ჰიტებისა, როგორებიცაა Rasputin-ი და Daddy Cool-ი.