Jesus Christ Superstar-ის რეჟისორი, ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა

Jesus Christ Superstar-ის რეჟისორი, ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა

კანადელი რეჟისორი, ნორმან ჯუისონი გარდაიცვალა. ის 97 წლის იყო. ამის შესახებ TMZ-ი წერს.

ჯუისონი ავტორია ისეთი პოპულარული ფილმებისა, როგორებიც არის In The Heat Of The Night, Jesus Christ Superstar, Hurricane, Fiddler on the Roof, Moonstruck და The Thomas Crown Affair.

მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, ჯუისონს არაერთი ჯილდო და ნომინაცია აქვს მიღებული. არის ოსკარის სამგზის ნომინანტი ფილმებისთვის. 1999 წელს გადაეცა საპატიო ოსკარი. არის ასევე BAFTA-ს, ემისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი.