ნიუ-მექსიკოს შტატის დიდმა ჟიურიმ ალეკ ბოლდუინს კვლავ წაუყენა ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში

ნიუ-მექსიკოს შტატის დიდმა ჟიურიმ ალეკ ბოლდუინს კვლავ წაუყენა ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში

ნიუ-მექსიკოს შტატის დიდმა ჟიურიმ - 12 ნაფიცი მსაჯულისგან შემდგარი კოლეგია, რომელიც წყვეტს ბრალდებულის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საკითხს - კინომსახიობ ალეკ ბოლდუინს კვლავ წაუყენა ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

მსახიობს წინა ბრალდებები გასული წლის აპრილში მოუხსნეს, სისხლის სამართლის პროცესის დაწყებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე.

ადგილობრივმა პროკურორებმა გასული წლის ოქტომბერში განაცხადეს, რომ დამატებითი ფაქტები იმსახურებს საქმის ხელახლა განხილვას დიდი ჟიურის წინაშე.

2021 წლის ოქტომბერში ფილმ „ჟანგის“ გადაღებებზე ალეკ ბოლდუინმა გაისროლა სარეკვიზიტო პისტოლეტიდან, რომელიც საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი.

შედეგად ფილმის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსი კი დაიჭრა. ამის შემდეგ ჰატჩინსის ოჯახმა ბოლდუინს სასამართლოში უჩივლა. ერთი წლის შემდეგ ჰატჩინსის ოჯახმა და ალეკ ბოლდუინმა შეთანხმებას მიაღწიეს.