განელი შეფი მსოფლიო რეკორდის დამყარების მიზნით, საჭმელს 227 საათის განმავლობაში ამზადებდა

განელი შეფი მსოფლიო რეკორდის დამყარების მიზნით, საჭმელს 227 საათის განმავლობაში ამზადებდა

განელი შეფ-მზარეული ფაილატუ აბდულ-რაზაკი საჭმელს 227 საათის განმავლობაში ამზადებდა, რითაც, სავარაუდოდ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალმა სამზარეულოში მარათონი ოთხშაბათს, ქალაქ ტამალეში დაასრულა, რა დროსაც მხრებზე განის ეროვნული დროშა ჰქონდა შემოხვეული. მისი თქმით, მან ეს საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის გააკეთა.

ახლა მზარეულის გუნდი მარათონის მტკიცებულებას გინესის მსოფლიოს რეკორდებს გადაუგზავნის და რეკორდის მოხსნის ოფიციალურ დასტურს დაელოდება.

ამ დროისთვის რეკორდსმენად ამ კატეგორიაში ირლანდიელი ალან ფიშერი ითვლება, რომელიც საჭმელს 119 საათისა და 57 წუთის განმავლობაში ამზადებდა და დასვენების დროს მხოლოდ დასაძინებლად და საპირფარეშოში გასასვლელად იყენებდა.

ირლანდიელმა ნიგერიელი ჰილდა ბაჩის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც საჭმელს თითქმის 100 საათის განმავლობაში ამზადებდა.