პაპარაცებმა კრის ევანსი ლოს-ანჯელესში ცოლთან ერთად დააფიქსირეს

პაპარაცებმა კრის ევანსი ლოს-ანჯელესში ცოლთან ერთად დააფიქსირეს

პაპარაცებმა კრის ევანსი ლოს-ანჯელესში ცოლთან ერთად, ალბა ბაპტისტასთან დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს.

წყვილი რობერტ პატინსონთან და მის საცოლესთან, სუკი უეთერჰაზთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით მათ ედრიენ ბროუდი და მისი შეყვარებული ჯორჯინა ჩეპმანი შეუერთდათ. წყვილებმა ბევერლი ჰილსის ერთ-ერთ რესტორანში ისადილეს.

42 წლის კრის ევანსი და 26 წლის ალბა ბაპტისთა საზოგადოებაში ერთად იშვიათად ჩნდება. წყვილი 2023 წლის 9 სექტემბერს დაქორწინდა.