ნიუ-იორკში უკვე მეჩვიდმეტედ „წარმატებული გათავისუფლების დღე“ აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox5Ny ავრცელებს.
მიმავალი წლის ცუდი მოგონებების განადგურება ნიუ-იორკელებისთვის უკვე ტრადიციად იქცა. „წარმატებული გათავისუფლების დღე“ - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ყოველწლიურად დეკემბრის ბოლო დღეებში თაიმ სკვერზე იმართება. ამერიკელები და ნიუ-იორკის სტუმრებიც გასული წლის ცუდ მოგონებებს ფურცელზე წერენ, შედეგ კი მათ საგანგებოდ დანთებულ კოცონზე საჯაროდ წვავენ.
ეს დღე ნიუ-იორკში უკვე მეჩვიდმეტედ აღინიშნა და ხალხმა ცუდი მოგონებები პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლს გაატანა.
„წარმატებული გათავისუფლების დღე“ ლათინო-ამერიკული ტრადიციიდან მოდის, სადაც ლათინო-ამერიკელები ახალ წელს ცუდი მოგონების აღმნიშვნელ ნივთებს წვავდნენ.
თაიმ სკვერზე ისეთ წარწერებს შეხვდებით, როგორიცაა, „მინდა გავთავისუფლდე სიმსივნისგან“, „მინდა გავთავისუფლდე კოვიდისგან“, „მინდა გავთავისუფლდე მულისგან“ და ა.შ.