Variety-მ წლის ყველაზე ცუდი სიმღერები დაასახელა

Variety-მ წლის ყველაზე ცუდი სიმღერები დაასახელა

გამოცემამ Variety 2023 წლის ყველაზე ცუდი სიმღერების სია შეადგინა.

„2023 წელს საშინელება მუსიკაში ყველა ფორმაში გამოვლინდა. არაფერი უწყობს საშინელ წელს ხელს ისე, როგორც სიმღერები, რომელბში ქსენოფობია, რასიზმი ან უბრალოდ ტროლინგი არის პროპაგანდირებული“, - წერს გამოცემა. ამასთან, Variety-ს სიაში ცუდი რიმეიქებიც მოხვდა.

ყველაზე ცუდი სიმღერების ოცეულის ლიდერი ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი ჯეისონ ოლდინი გახდა. ჟურნალისტებმა ოლდინის ტრეკს Try That in a Small Town („ცადე ეს პატარა ქალაქში“) „ამაყი ქსენოფობიის ჰიმნი“ უწოდეს. მეორე ადგილზე კანიე ურსტი გავიდა Ty Dolla Sign-თან და Bump-თან, მესამეზე კი ჯგუფი Fall Out Boy. სრული სია კი ასე გამოიყურება.
Try That in a Small Town - ჯეისონ ოლდინი

Vultures - კანიე უესტი, Ty Dolla Sign, Bump J

We Didn’t Start the Fire - Fall Out Boy

Baby Don’t Hurt Me - დევიდ გეტა, ენ-მარი, კოი ლირეი

Money - როჯერ ვოტერსი

Mind Your Business - Will.i.am-ი და ბრიტნი სპირსი

Vulgar - სემ სმიტი, მადონა

Rich Men North of Richmond - Oliver Anthony Music

Search & Rescue - დრეიკი

I Won’t Back Down - ლარა ტრამპი

Mother - მეგან ტრეინორი

Boycott Target - ფორჯატო ბლოუ, ჯიმი ლევი

Hands on Me - ჯეისონ დერულო, მეგან ტრეინორი

My Body - კოი ლირეი

K-POP - ტრევის სკოტი, ბედ ბანი, the Weeknd

Cinderella Snapped - Jax

Alone - კიმ პეტრასი, ნიკი მინაჟი

Chevrolet - დასტინ ლინჩი, Jelly Roll

Justice for All - დონალდ ტრამპი, J6 Prison Choir

I Wanna Be Software - გრაიმსი