ჯენიფერ ლოპესმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას და ბენ აფლეკს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მომღერლისა და ბენ აფლეკის ადრეული ურთიერთობა მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო.
ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა ერთმანეთის 2002 წელს გაიცნეს და მალევე დაინიშნნენ. ქორწილი ცერემონიამდე რამდენი დღით ადრე გადაიდო, ცოტა ხნის შემდეგ კი ნიშნობა გაუქმა და წყვილმა განაცხადა, რომ დაშორდნენ. 20 წლის შემდეგ კი, გასული წლის ზაფხულში, წყვილმა საზოგადოებას შერიგების შესახებ ამცნო. შერიგებიდან მალევე ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი დაინიშნნენ და წყვილმა ლას-ვეგასის სპეციალურ სამლოცველოში იქორწინა.
ჯენიფერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მალე მისი ალბომი და ფილმი, სახელად This Is Me … Now გამოვა, რომელიც ბენთან ურთიერთობის შესახებაა. "ჩვენ, როგორც ხელოვანები, ჩვენს გულს უნდა მივყვეთ და სწორედ ამას ვაკეთებ. შეიძლება, ეს სხვას კარგ იდეად არ მოეჩვენოს, თუმცა მე ეს უნდა გამეკეთებინა. ახლა უკვე ზრდასრულები და უფრო ბრძენები ვართ. ჩვენ ვიცით, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ეს ის ნამდვილად არ არის, თუ რას ფიქრობენ სხვები", — განაცხადა ჯენიფერმა ფილმისა და ალბომის შექმნის მიზეზთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესი 2004 წელს მარკ ენტონიზე დაქორწინდა, რომლისგანაც 2 შვილი ჰყავს. ჯენიფერ და ენტონი 10 წელი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა 2014 განქორწინდნენ. ბენ აფლეკი კი მსახიობ ჯენიფერ გარნერზე 13 წელი იყო დაქორწინებული, მაგრამ 2018 წელს დაშორდა. გარნერსა და ბენ აფლეკს სამი შვილი ჰყავთ.
ჯენიფერ ლოპესის ახალი ალბომი This Is Me … Now, მომღერლის თქმით, 2022 წლის ალბომის, This Is Me … Then-ის, გაგრძელებაა. ფილმი და ალბომი This Is Me … Now 2024 წლის 16 თებერვალს გამოვა.