8 მსახიობი, რომელმაც თავისი ცნობილი როლი ღიად გააკრიტიკა

8 მსახიობი, რომელმაც თავისი ცნობილი როლი ღიად გააკრიტიკა

მსახიობების ხსენებისას პირველად ის ცნობილი როლები გვაგონდება, რომლებითაც თავი დაგვამახსოვრეს. მართალია, ამ როლების უმეტესობამ ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, როლებსა და გადაღებების პროცესს თავად მსახიობები აკრიტიკებენ. სტატიაში იმ 8 მსახიობის შესახებ გიამბობთ, რომელმაც თავისი ცნობილი როლი ღიად გააკრიტიკა.

1. მეგან ფოქსი

მეგან ფოქსმა Transformers-ის რეჟისორი მაიკლ ბეი ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ მასთან მუშაობა კოშმარს ჰგავდა. მეგანის თქმით, რეჟისორი გადასაღებ მოედანზე ხშირად მოუწოდებდა, რომ "უფრო სექსუალური" ყოფილიყო, რაც მსახიობისთვის უხერხულობას იწვევდა და აბრაზებდა. "Transformers-ს ფანები ჩვენს სანახავად არ უყურებენ, მათ ნგრევა და აფეთქებები აინტერესებთ", — განაცხადა მსახიობმა.

2. რობერტ პატინსონი

რობერტ პატინსონს Twilight და მისი როლი სულაც არ მოსწონს. მსახიობის თქმით, Twilight-ში მონაწილეობა რომ არ მიეღო, ამ ფილმს ისე შეიძულებდა, რომ საერთოდაც არ ნახავდა. პატინსონისთვის ფილმის პოპულარობაც და ფანების დაინტერესებაც უცნაური იყო. მსახიობის თქმით, სტეფან მეიერის წიგნი საერთოდ არ უნდა გამოქვეყნებულიყო.

3. კრისტენ სტიუარტი

კრისტენ სტიუარტმა, რომელიც Twilight-ში ბელას როლს ასრულებდა, პერსონაჟის ორსულობა და შემდგომი სცენარი გააკრიტიკა. "როგორც კი ბელა ვამპირი ხდება, ყველანაირ ვალდებულებს უგულებელყოფს და მხოლოდ სექსი უნდა, რაც ძალიან სასაცილო სიტუაციაა", — განაცხადა მსახიობმა.

4. ევანჯელინ ლილი

ევანჯელინ ლილის Lost-ში ქეითის როლი არ მოსწონს. მსახიობის თქმით, შოუს ბოლო სეზონებში პერსონაჟის თამაში განსაკუთრებით აღარ მოსწონდა. "ვგრძნობდი, რომ პერსონაჟი უფრო და უფრო პროგნოზირებადი ხდებოდა. ქეითს საკუთარი ისტორია და გეგმები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ბოლოს კუნძულზე 2 კაცს დასდევდა, რამაც ძალიან გამაღიზიანა", — აღნიშნა მსახიობმა.

5. აიზეკ რაითი

Game of Thrones-ში ბრანის როლის შემსრულებელს პერსონაჟის გამეფება თავიდან ხუმრობა ეგონა. "ვიფიქრე, შოუს რეჟისორებმა მსახიობებს სახუმარო სცენარი სათითაოდ გამოგვიგზავნეს, რომელშიც ჩვენ-ჩვენი პერსონაჟები მეფეები ხდებოდნენ", — განაცხადა მსახიობმა და აღნიშნა, რომ სცენარის რეალურობაში მხოლოდ ბოლოს დარწმუნდა.

6. ჯენა ორტეგა

ჯენა ორტეგას თქმით, Wednesday-ის თავდაპირველი სცენარი სულაც არ მოეწონა, განსაკუთრებით კი პერსონაჟის რომანტიკული ისტორიები. მსახიობის თქმით, უენსდეის სასიყვარულო სამკუთხედს არავითარი აზრი არ ჰქონდა. ჯენა ორტეგამ თავდაპირველი სცენარის შეცვლაც მოითხოვა და მსახიობის თქმით, პერსონაჟს ყოველთვის იცავდა.

7. ბლეიკ ლაივლი

ბლეიკ ლაივლის Gossip Girl-ში სერენას პერსონაჟი არ მოსწონდა. მსახიობის თქმით, სერენას განსახიერება მისთვის "პირადი კომპრომისიც" კი იყო. თურმე მსახიობს სერენას მიერ გაკეთებული ზოგიერთი საშინელი რამ ძალიან აშფოთებდა.

8. დაბოლოს, ჯონი დეპი

ჯონი დეპმა სატელევიზიო შოუ 21 Jump Street-ში მონაწილეობა ციხეში ყოფნას შეადარა. მსახიობის თქმით, შოუ თანდათან ძალიან ყალბი გახდა და ყველაფერი გააკეთა, რათა სერიალში აღარ ეთამაშა.