რაიან გოსლინგმა „ბარბიში“ შესრულებული სიმღერის საშობაო ვერსია გამოუშვა

რაიან გოსლინგმა „ბარბიში“ შესრულებული სიმღერის საშობაო ვერსია გამოუშვა

რაიან გოსლინგმა და ფილმ „ბარბის“ საუნდტრეკის პროდიუსერმა მარკ რონსონმა საერთო მინი-ალბომი გამოუშვეს, სახელწოდებით Ken The EP. ამის შესახებ Variety წერს.

ჩანაწერში შესულია გოსლინგის გმირის, კენის მიერ ფილმში შესრულებული კომპოზიციის I’m Just Ken რამდენიმე ვერსია. EP-ში ოთხი ტრეკი შევიდა: ორიგინალური კომპოზიცია, რომელიც გრეტა გერვიგის ფილმში გაჟღერდა, მისი საშობაო, აკუსტიკური და დისკო ვერსიები.

გოსლინგმა და რონსონმა საშობაო ვერსიაზე, რომელსაც Merry Kristmas Barbie („გილოცავ შობას, ბარბი“) დაარქვეს, კლიპიც კი გადაიღეს.