კანადელი მომღერალი სელინ დიონი მოუხრელი ადამიანის სინდრომის გამო კუნთებს ვეღარ აკონტროლებს. ამის შესახებ გამოცემას 7 Jours მისმა უფროსმა დამ, კლოდეტმა განუცხადა.
„სელინი ბევრის მუშაობს ჯანმრთელობის აღდგენაზე, მაგრამ საკუთარ კუნთებს ვერ აკონტროლებს. ყველა ოცნებობს მის სცენაზე დაბრუნებაზე, მაგრამ როგორ? ხმის იოგები კუნთებია, გულიც კუნთია. ამის გამო ვნერვიულობ“, - განაცხადა კლოდეტმა.
ერთი წლის წინ სელინ დიონმა გაამხილა, რომ ექიმებმა მას ნევროლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც კუნთების სპაზმს იწვევს. მომღერალმა თქვა, რომ ამის გამო მას არა მხოლოდ სიმღერა, არამედ ცხოვრების ჩვეული წესის შენარჩუნებაც უჭირს. სიონმა ევროპული ტურნე და სხვა დაგეგმილი გამოსვლები გააუქმა.
მოუხრელი ადამიანის სინდრომი განუკურნებლად ითვლება, მაგრამ თერაპია მისი განვითარების შენელებისა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ეს დაავადება მილიონში 1-2 ადამიანს უდგინდება.