კინოსტუდიამ Marvel მსახიობი ჯონათან მაიორსი თავის პროექტებში მონაწილეობას ჩამოაშორა, მას შემდეგ რაც სასამართლომ ის ყოფილი შეყვარებულის ცემაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მარტში მსახიობმა, რომელიც Marvel-ის კინოსამყაროში კენგის როლით არის ცნობილი, თავის პარტნიორს, ბრიტანელ ქორეოგრაფ გრეის ჯაბარის თავს დაესხა. შედეგად, ქალმა მიიღოს თითის მოტეხილობა, ჩალურჯებები, ჭრილობა ყურთან. როგორც მან სასამართლოს განუცხადა, ამ ყველაფერმა მას ძლიერი ტკივილი მიაყენა.
ინციდენტი ნიუ-იორკში მოხდა, როდესაც წყვილი მანქანაში იჯდა. ჯაბარიმ მაიორსის ტელეფონში სხვა ქალისგან მიღებული ტექსტური შეტყობინება მიიღო: „მინდა ახლა გაკოცო“. წყვილმა კამათი დაიწყო, რა დროსაც ჯაბარიმ მაიორსის ტელეფონი აიღო, კაცმა კი ის ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაწყვიტა.
34 წლის მაიორსს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. განაჩენი საქმეზე თებერვალში გამოცხადდება. მაიორსს სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. მსახიობის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მაიორსი გარემოებების მსხვერპლია და ჯაბარი მას ეჭვიანობის ნიადაგზე თვითონ დაესხა თავს.