როდის უნდა მივმართოთ რეაბილიტაციის ცენტრს?

როდის უნდა მივმართოთ რეაბილიტაციის ცენტრს?

რეაბილიტაციას განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი როლი აქვს იმ პაციენტების  გამოჯანმრთელების გზაზე, რომლებსაც მიიღეს სხვადასხვა ტიპის ტრავმა /დაზიანება . რეაბილიტაციის ინტერვენციები ასევე აუცილებელია ქრონიკული დეგენერაციულად მიმდინარე  დაავადებებისას.  რეაბილიტაცია მოიცავს მულტიდისციპლინურ მიდგომას პაციენტისთვის სასურველი  მიზნების მისაღწევად.

რამდენიმე გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სარეაბილიტაციო ცენტრისთვის მიმართვას შემდეგია:

  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი: ნებისმიერი ტრავმის ან სახსარზე ჩატარებული გეგმიური ოპერაციის შემდეგ  აუცილებელია შესაბამისი რეაბილიტაციის  კურსის ჩატარება.
  • სპორტული დაზიანებები: ისეთი მდგომარეობები როგორიცაა მყესის და იოგების  დაჭიმვა/მთლიანობის რღვევა, მოტეხილობა და ა.შ. სარეაბილიტაციო პროგრამებს შეუძლიათ უზრუნველყონ სპორტსმენის სპორტულ აქტივობებში უსაფრთხო დაბრუნება, კუნთის  ძალის, მოქნილობის, გამძლეობისა და სპორტის სპეციფიკური უნარების აღდგენა.
  • ტრავმული დაზიანებები : ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანება საჭიროებს ინტენსიურ ფიზიკურ რეაბილიტაციას.
  • ნევროლოგიური დაავადებები : ისეთი მდგომარეობებისას, როგორიცაა თიაქარი, დისკოპათია, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება  და ა.შ, სასარგებლოა ფიზიკური რეაბილიტაცია სიმპტომების მართვისთვის, დაავადების პროგრესირების შენელებისთვის და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.
  • ტკივილი და ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები : პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ქრონიკული კუნთოვანი ან სახსროვანი ტკივილი, უნდა მიმართონ რეაბილიტაციის ცენტრს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
  • გერიატრიული ზრუნვა : პაციენტისთვის დამოუკიდებლობისა და აქტიურობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით დაცემისა ან ასაკთან დაკავშირებული დეგენერაციული ცვლილებების დროს ,რეკომენდირებულია სარეაბილიტაციო ცენტრში ვიზიტი. 

ამ და სხვა მრავალი მდგომარეობის დროს, პაციენტებმა უნდა  მიმართონ ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრს. ცენტრი პაციენტის ინდვიდუალურ საჭირობებზე  ორიენტირებით უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღებას. 

რომელ რეაბილიტაციის ცენტრს უნდა მივმართოთ?

 “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრი, უზრუნველყოფს ყველა ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობის რეაბილიტაციურ მართვას.  ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით. აქ ყველა  პაციენტი იღებს ექიმის კონსულტაციას,  მდგომარეობის შეფასების საფუძველზე დგინდება მკურნალობის და რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმა.

 სერვისები, რომელებიც ხემლისაწვდომია  ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში არის:

  • ექიმის კონსულტაცია
  • ელექტროთერაპია
  • ულტრაბგერითი თერაპია
  • ულტრაფონოფორეზი
  • მაგნიტოთერაპია
  • ლაზეროთერაპია
  • ვაკუუმთერაპია
  • დარტყმით-ტალღოვანი თერაპია
  • ღრმა ოსცილაცია
  • ტრაქცია
  • PRP თერაპია
  • პასიური მოძრაობის თერაპია
  • მექანოთერაპია
  • აქტიური სამკურნალო ვარჯიში
  • პასიური სამკურნალო ვარჯიში
  • სამკურნალო მასაჟი და სხვა