რეაბილიტაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა დაზიანების, დაავადებების, ოპერაციის შემდგომი პერიოდისა და ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობის პროცესში. რამდენიმე ძირითადი ასპექტი, რომელიც ნათლად ასახავს რეაბილიტაციის მნიშვნელობას შემდეგია:
- ფუნქციის აღდგენა: რეაბილიტაცია ეხმარება პაციენტს აღიდგინოს და მაქსიმალურად გაზარდოს თავისი ფიზიკური შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გადაიტანეს სხვადასხვა დაავადება, ქირურგიული ჩარევა, ინსულტი, აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები და ა.შ. რეაბილიტაცია მიზნად ისახავს მობილობის, სიძლიერის, მოქნილობის და საერთო ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
- ტკივილის მართვა: პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ტკივილი და დისკომფორტი, ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია ეხმარებათ ტკივილის ეფექტურ მართვაში.
- გართულებების პრევენცია : პოსტოპერაციულ და დაზიანების შემდგომ პერიოდში, პაციენტის ადინამიამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გართულებები, როგორიცაა კუნთების ჰიპოტროფია, სახსრების მოძრაობის აპლიტუდის შემცირება, ნაწოლები და ა.შ. რეაბილიტაცია ხელს უწყობს შესაძლო პრობლემების თავიდან აცილებას.
- დამოუკიდებლობის აღდგენა : ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში,რეაბილიტაციის მეშვეობით პაციენტები სწავლობენ ისეთი ყოველდღიური აქტივობების შესრულებას, როგორიცაა ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება . ამით აუმჯობესებდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
- მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესება : ფიზიკური რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობაც.
“ახალი ხედვის” რეაბილიტაცია ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი შენაძენია. ის სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომლის მთავარი მიზანი არის პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების, პოსტტრავმულ ,პოსტოპერაციულ პერიოდში და სხვა.
ცენტრში არსებული თერაპიების ფართო სპექტრი პაციენტის პრობლემისადმი მიზანმიმართული ჩარევის საშუალებას იძლევა.
რამდენიმე სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში არის:
- ექიმის კონსულტაცია
- ელექტროთერაპია
- ულტრაბგერითი თერაპია
- მაგნიტოთერაპია
- ლაზეროთერაპია
- ვაკუუმთერაპია და სხვა...
ახლად გახსნილი რეაბილიტაციის ცენტრი დიდ როლს თამაშობს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში. ცენტრში ყველა პაციენტისთვის იქმნება მკურნალობის ინდივიდუალური სქემა. პაციენტზე საჭიროებებზე მორგებული სრულფასოვანი რეაბილიტაციის გეგმა საუკეთესო შედეგის გარანტია.