Brooklyn Nine-Nine-ის მსახიობი ანდრე ბრაუერი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

Brooklyn Nine-Nine-ის მსახიობი ანდრე ბრაუერი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ანდრე ბრაუერი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება მედიასთან ცოტა ხნის წინ დაადასტურეს, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე არ სახელდება.

ანდრე ბრაუერმა მაყურებელს თავი სიტკომ Brooklyn Nine-Nine-ში მონაწილეობით შეაყვარა, რომელშიც კაპიტანი ჰოლტის როლს თამაშობდა. ასევე, Homicide: Life on the Street-ში შესრულებულმა როლმა მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა.

ანდრე ბრაურმა პირველი როლი 1989 წლის ფილმ Glory-ში ითამაშა, რომელმაც 3 ოსკარი მოიპოვა. Brooklyn Nine-Nine-ში შესრულებული როლისთვის ბრაუერმა Critics Choice Awards-ზე 4-ჯერ გაიმარჯვა და ემის ორი ნომანაციაც მოიპოვა. კარიერის განმავლობაში ანდრე ბრაუერმა ემის ჯილდო 2-ჯერ მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი Homicide: Life on the Street-ში შესრულებულმა როლისთვის.