საფრანგეთის პოლიციამ ფრედერიკ ბეგბედერი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ფრედერიკ ბეგბედერი დააკავა

პოლიციამ ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მწერლის დაკავების ოფიციალური მიზეზი არ გაჟღერებულა, თუმცა ცნობილია, რომ საქმე არ ეხება ნარკოტიკებს.

არსებული ცნობებით, საუბარია გაუპატიურების ბრალდებაზე, რომელიც 58 წლის მწერალს უცნობმა ქალმა ზაფხულში წაუყენა. ქალი ამტკიცებს, რომ მას ბეგბედეერთან შეთანხმებული სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, თუმცა მოგვიანებით, იგივე ღამით, მწერალმა მასთან კავშირი მისი თანხმობის გარეშე დაამყარა.