Kerrang-მა წლის საუკეთესო როკ-ალბომები დაასახელა

Kerrang-მა წლის საუკეთესო როკ-ალბომები დაასახელა

ბრიტანულმა მუსიკალურმა ჟურნალმა Kerrang 2023 წელი შეაჯამა და 50 საუკეთესო როკ-ალბომი დაასახელა.

„გვქონდა გმირების გულწრფელად მოულოდნელი დაბრუნება მათი საუკეთესო ნამუშევრებით წლების განმავლობაში, გვყავდნენ ახალბედები, ბენდების წინსვლის დამაკმაყოფილებელი ხილვის საშუალებაც გვქონდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

Kerrang-ის სიაში მოხვდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიცაა BABYMETAL (THE OTHER ONE), კორი ტეილორი (CMF2), Within Temptation (Bleed Out), Queens Of The Stone Age (In Times New Roman…), ვილე ვალო (Neon Noir), Paramore (This Is Why), Fall Out Boy (So Much (For) Stardust), blink-182 (ONE MORE TIME).

საუკეთესო ათეულში სხვებთან ერთად მოხვდნენ Metallica-ს 72 Seasons და Avenged Sevenfold-ის Life Is But A Dream.

რაც შეეხება ლიდერთა სამეულს, მესამე ადგილზეა ინგლისური ჯგუფი Sleep Token, ალბომით Take me Back to Eden, მეორეზე ასევე ინგლისური ბენდი Creeper-ი (Sanguivore). წლის საუკეთესო ჩანაწერად კი Kerrang-მა ამერიკული ბენდის Foo Fighters-ის ალბომი But Here We Are აღიარა.