ერას ტური პირველი ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა

ერას ტური პირველი ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა

ტეილორ სვიფტისთვის 2023 წელი რომ წარმატებული გამოდგა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ცოტა ხნის წინ მის მიღწევებს კიდევ ერთი შეემატა — ერას ტურნეს შემოსავალმა რეკორდი დაამყარა და პირველი მუსიკალური ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა.

The Eras Tour-ის ბილეთების გაყიდვებმა 1 წლის განმავლობაში, 2022 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 16 ნოემბრამდე, $4,35 მილიონს მიაღწია, ტურნეს ბრენდირებული ნივთების შემოსავალმა კი $200 მილიონი შეადგინა. პლატფორმა Pollstar ვარაუდობს, რომ ბილეთების დამატებასთან და შემდეგი წლის მსოფლიო ტურნესთან ერთად, ტურის ჯამური შემოსავალი $2 მილიარდს გადააჭარბებს.

2023 წელი სხვა არტისტებისთვისაც მომგებიანი იყო. კონცერტების ინდუსტრიიდან შემოსული თანხა წელს 46%-ით გაიზარდა და $9.17 მილიარდს მიაღწია. ტეილორის შემდეგ, მუსიკალური ტურნეს შემოსავლით პირველ ხუთეულში ბიონსე, ქოლდფლეი და ჰარი სტაილსიც მოხვდნენ.

Bloomberg-ის მიხედვით სვიფტი წელს მილიარდერი გახდა. ის ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანადაც დასახელდა. ამასთან, მომღერალი წელს ყველაზე მოსმენადი არტისტი იყო Spotify-ზე, ზაფხულში კი ამ პლატფორმის ისტორიაში პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელსაც თვეში 100 მილიონი მსმენელი ჰყავს.

ტეილორის ტურნე, სახელად The Eras Tour, მსოფლიო მასშტაბით 2024 წლის ჩათვლით გაგრძელდება. სვიფტმა ტურნეს ფილმიც გამოუშვა, რომელიც მსოფლიოს 100 ქვეყნის კინოთეატრებში გადიოდა. ფილმის ბილეთების წინასწარი გაყიდვებიდან შესულმა თანხამ $100 მილიონს გადააჭარბა, რითაც ის ამ ჟანრში ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა.