„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნომინაციების რაოდენობის მიხედვით ფავორიტი წლის ორი ყველაზე გახმაურებული სურათი „ბარბი“ და „ოპენჰაიმერი“ გახდა. გრეტა გერვინგის „ბარბი“ 9, კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ კი 8 ნომინაციაზეა წარდგენილი.
ჯილდოს მისაღებად 7 ნომინაციაში იბრძოლებს მარტინ სკორსეზეს ფილმი „ყვავილის მთვარის მკვლელები“.
„ოქროს გლობუსის“ პრეტენდენტ მსახიობებს შორის არიან ემა სტოუნი, ლეონარდო დი კაპრიო, კილიან მერფი და დევაინ ჯოი რენდოლფი.
„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაიმართება.